დიეგო კოლასი - საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობა

მიმოსვლისა და გადაადგილების თავისუფლება ძალიან მნიშვენელოვანია და ეს ერთ-ერთი ძირითადი ღირებულებაა ევროპაში და საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობა, - ასე უპასუხა საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ 3 ივლისს დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ხვიჩა მღებრიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ელჩის განმარტებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს გადაადგილების თავისუფლების ხელშეწყობისთვის, რათა ის იყოს რაც შეიძლება მეტად თავისუფალი და მოქნილი.

„ეს ოკუპაციის საკითხია. ჩვენ არსებულ ვითარებას ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს. ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც მე სრულად ვემხრობი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან ყურადღებით ვეკიდებით ამ ვითარებას. სიტუაციას, რომლის დროსაც გადაადგილების თავისუფლება კიდევ ერთხელ შეიზღუდა, რაც აბსოლუტურად პრობლემატურია და ამ სიტუაციით ჩვენ შეშფოთებული ვართ. მიმოსვლისა და გადაადგილების თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ერთ-ერთი ძირითადი ღირებულებაა ევროპაში და საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობა. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ გადაადგილების თავისუფლების განხორციელებას დავეხმაროთ, რათა ის იყოს იმდენად თავისუფალი და მოქნილი, როგორც ეს შესაძლებელია,“ - განაცხადა დიეგო კოლასმა.