„ბილაინის“ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, რომ სრულიად უფასოდ, მობილურიდან მარტივი კოდის აკრეფით მომენტალურად მიიღოს ინფორმაცია ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების მომსახურებების შესახებ, - ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახურიდან იუწყებიან.
„მობილურიდან *303# კოდის გაგზავნით მომხმარებელს შეუძლია, რომ შეამოწმოს კომუნალური მომსახურებების მიმდინარე ბალანსი, მოითხოვოს ელექტრონული ქვითარი, შეიტყოს ინფორმაცია ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის ქსელში გეგმიური თუ არაგეგმიური წყვეტის შესახებ და მომარაგების აღდგენის დრო, დააფიქსიროს მომარაგების წყვეტის შესახებ მონაცემი, ოპერატიულად რეაგირებისთვის, მოთხოვნის შემთხვევაში გაუგზავნოს საწარმოს მრიცხველის ჩვენება, სასურველ აბონენტზე დაარეგისტრიროს მობილურის ნომერი, შეიტყოს საწარმოს მისამართი და ცხელი ხაზის ნომერი. *303#-ით მომსახურება ხელმისაწვდომია ნებისმიერი ტიპის მობილური ტელეფონისთვის და არ საჭიროებს სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვას“, - აღნიშნულია „ბილაინის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.