იმპორტირებული კარტოფილის მოცულობა გაიზარდა - ტოპ-5 ქვეყანა, საიდანაც ქვეყანამ მიმდინარე წელს პროდუქტი შეიძინა

საქართველოში იპორტირებული კარტოფილის მოცულობა გაიზარდა. მეტიც, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 5 თვეში იმაზე მეტი კარტოფილი შემოვიდა ქვეყანაში, ვიდრე შარშან მთლიანი წლის განმავლობაში.

კერძოდ, 2020 წლის იანვარ-მაისში იმპორტირებული კარტოფილის მოცულობამ 13,145 ტონა (3,112 მლნ დოლარი) შეადგინა, ხოლო, 2019 წლის მთლიანმა მაჩვენებელმა - 12 601 ტონა (2,439 მლნ დოლარი).

რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც საქართველომ კარტოფილი ყველაზე დიდი მოცულობით შეიძინა, ასე გამოიყურება:

  • თურქეთი - 4 ,460 ტონა (4 85, 9 ათასი აშშ დოლარი)
  • რუსეთი - 2, 576 ტონა (327,5 ათასი აშშ დოლარი)
  • აზერბაიჯანი - 2,466 ტონა ( 394,4 ათასი აშშ დოლარი)
  • გერმანია - 1,193 ტონა ( 1014, 4 ათასი აშშ დოლარი)
  • სომხეთი - 799 ტონა (81,4 ათასი აშშ დოლარი)

ნინი ქეთელაური