სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“ 17 ივლისს თბილისში ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზაში გაიხსნა.
გახსნის ცერემონია გაიმართა თბილისში, ჯუმბერ ლეჟავას # 22, 14:00 საათზე. მიჰაუსი ოფიციალურად გახსნეს ეკონომიკისა და მდგრადი განვიარების მინისტრმა ნათია თურნავამ, კომპანია მიჰაუსის აღმასრულებელმა დირექტორმა სინგრიტა ურუშაძემ და „ჰუალინგ ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა მი წაი ციმ.
ჰიპერმარკეტ „მიჰაუსის“ გახსნას დაესწრნენ მოწვეული სტუმრები, როგორც ბიზნესის, ასევე სახელმწიფო სექტორიდან.
12 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ ჰიპერმარკეტში წარმოდგენილია 60 000-მდე დასახელების პროდუქტი. „მიჰაუსში“ მომხმარებლებს იტალიური, ესპანური, თურქული, გერმანული და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანებში წარმოებული პროდუქტის შეძენა შეეძლებათ.
„ჰიპერმარკეტის გახსნა საქართველოში სამშენებლო და სარემონტო მასალებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. ჰიპერმარკეტში ასეულობით ახალი მიმართულება შევიტანეთ, რათა მომხმარებლისთვის მშენებლობა და რემონტი მაქსიმალურ კომფორტად ქცეულიყო. ჩვენ ერთ სივრცეში მოვაქციეთ ყველაფერი, რის შესაძენადაც მომხმარებელს სხვადასხვა მაღაზიებში და ბაზრობებზე სიარული უწევდა.
კომპანიის მენეჯმენტში განმარტავენ, რომ ჰიპერმარკეტის ახალ კონცეფციაზე მუშაობა თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი განხორციელებისთვის 15 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო. ჰიპერმარკეტის მაღალი სტანდარტების შესაბამისად მოსაწყობად სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული უცხოელი სპეციალისტები იყვნენ ჩართული.
კომპანიის ინფორმაციით, ჰიპერმარკეტში 150-მდე ადამიანი დასაქმდა. თითოეული მათგანი ჰიპერმარკეტის ახალი კონცეპტის შესაბამისად გადამზადდა.