ვისი ვალი აქვს საქართველოს - კრედიტორი ქვეყნების სამეულში ცვლილებაა

2020 წლის 30 ივნისის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 6,142 მლრდ დოლარს ანუ 18,766 ლარს გადააჭარბა, რაც წინა თვესთან შედარებით, 163,260 მლნ დოლარით მეტია.

კერძოდ, 2020 წლის 31 მაისის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5,979 მლრდ დოლარს ანუ 18,990 მლრდ ლარს გადააჭარბა.

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 909,031 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 977,155 მლნ დოლარია, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - 1,289 მლრდ დოლარს აჭარბებს.

რაც შეეხება სახელმწიფოს მევალე სხვა საფინანსო ინსტიტუტებს, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) – 32,455 მლნ დოლარი;
  • ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) – 1,017 მლნ დოლარი;
  • ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – 139,812 მლნ დოლარი;
  • ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 589,690 მლნ დოლარი;
  • ევროგაერთიანება (EU) – 42,868 მლნ დოლარი;
  • სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) – 34,246 მლნ დოლარი;
  • საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) – 202,227 მლნ დოლარი;
  • სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) – 815 ათასი დოლარი.

რაც შეეხება ქვეყნებს, ორმხრივი კრედიტორი ქვეყნებიდან საფრანგეთი ლიდერობს, რომლის მიმართაც საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 30 ივნისის მდგომარეობით, 1,396 მლრდ ლარი იყო, მას მოსდევს გერმანია - 1,137 მლრდ ლარი; მე-3 პოზიციაზე კი იაპონიაა - 651,908 მლნ ლარით. (ბოლო თვეების მონაცემებით ეს სამეული შემდეგნაირად გამოიყურებოდა - გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი).

სხვა ქვეყნების მიმართ კი სახელმწიფო საგარეო ვალის სტატისტიკა ასეთია:

  • სომხეთი - 19,328 მლნ ლარი;
  • აზერბაიჯანი - 18,657 მლნ ლარი;
  • ავსტრია - 55,849 მლნ ლარი;
  • ჩინეთი - 2,591 მლნ ლარი;
  • ირანი - 14,096 მლნ ლარი;
  • ყაზახეთი - 33,756 მლნ ლარი;
  • კუვეიტი - 25,101 მლნ ლარი;
  • ნიდერლანდები - 1,474 მლნ ლარი;
  • რუსეთი - 140,598 მლნ ლარი;
  • თურქეთი - 35,992 მლნ ლარი;
  • თურქმენეთი - 645 ათასი ლარი;
  • უკრაინა - 211 ათასი ლარი;
  • ამერიკა - 53,339 მლნ ლარი;
  • უზბეკეთი - 231 ათასი ლარი.

თაია არდოტელი