CNN-ის ინფორმაციით, ბოლო წლებში მეღვინეობები განსაკუთრებით პოპულარული გახდა. ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდება სურვილი, მოინახულოს მსოფლიოში საუკეთესო ვენახები, დააგემოვნოს ღვინო, გასინჯოს ადგილობრივი საკვები და უშუალოდ დაესწროს ღვინის დამზადების პროცესს.
ორგანიზაცია "მსოფლიოს საუკეთესო მეღვინეობები" 2020 წლის გამარჯვებულებს ასახელებს. მათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მეღვინეობები შეაფასეს და მათ შორის საუკეთესო ოცეული გამოარჩიეს.
მეღვინეობების შეფასებაში სულ 500 ექსპერტი მონაწილეობდა. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ათობით მეღვინეობას ესტუმრნენ და თითოეული მათგანი სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით შეაფასეს.
რეიტინგში პირველ ადგილზე არგენტინის მეღვინეობა - Zuccardi Valle de Uco გავიდა. აღსანიშნავია, რომ ოცეულში ძირითადად სამხრეთ ამერიკისა და ევროპის მეღვინეობები ლიდერობენ.
წარმოგიდგენთ საუკეთესო მეღვინეობების ოცეულს:
1. Zuccardi Valle de Uco (არგენტინა) - საუკეთესო სამხრეთ ამერიკაში
2. Bodega Garzón (ურუგვაი)
3. Domäne Wachau (ავსტრია)
4. Montes (ჩილე)
5. Robert Mondavi Winery (აშშ) - საუკეთესო ჩრდილოეთ ამერიკაში
6. Marqués de Riscal (ესპანეთი)
7. Château Smith Haut Lafitte (საფრანგეთი)
8. Quinta do Crasto (პორტუგალია)
9. Antinori nel Chianti Classico (იტალია)
10. Viña Vik (ჩილე)
11. Catena Zapata (არგენტინა)
12. Schloss Johannisburg (გერმანია)
13. Rippon (ახალი ზელანდია)
14. Delaire Graff Estate (სამხრეთ აფრიკა) საუკეთესო აფრიკაში
15. Weingut Dr. Loosen (გერმანია)
16. Ridge Vineyards, Monte Bello (აშშ)
17. Craggy Range (ახალი ზელანდია)
18. Gonzalez Byass -- Bodegas Tio Pepe (ესპანეთი)
19. Château Pichon Baron (საფრანგეთი)
20. Opus One Winery (აშშ)