ირლანდიის რესპუბლიკის სამხრეთ ნაწილში ძალიან პატარა, თუმცა ულამაზესი კუნძული- Horse Island-ს მდებარეობს.
CNN-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ კუნძული 6.3 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. მისი ახალი მფლობელის ვინაობა მედიისთვის უნცობია. აღსანიშნავია, რომ მას კუნძული ყიდვამდე პირადად არ უნახავს და მხოლოდ WhatsApp-ის ვიდეოზარის მეშვეობით დაათვალიერა.
კუნძულზე პირველად ადამიანები მე-19 საუკუნეში დასახლდნენ, მაშინ, როდესაც იქ სპილენძის მომპოვებელი მაღარო ფუნქციონირებდა და მისმა მოსახლეობამ 137 ადამიანს მიაღწია. თუმცა, მოგვიანებით მაღარო დაიხურა და დასახლებაც მალევე გაუკაცრიელდა. ამის შემდეგ კუნძული კერძო პირების ხელში მოხვდა და რამდენჯერმე გაიყიდა.
დღესდღეობით Horse Island-ზე მდიდრული ვილა და სტუმრებისთვის განკუთვნილი რამდენიმე კოტეჯია მოწყობილი.
ამასთან, კუნძულს საკუთარი ელექტროენერგია, წყალი, კანალიზაციის სისტემა და პორტი აქვს. ამას გარდა, Horse Island-ზე მცირე ზომის ვერტმფრენის დასაჯდომი, ტენისის კორტი და სპორტული დარბაზია მოწყობილი.
გამოცემის მიხედვით, ბოლო თვეების განმავლობაში, მას შემდეგ რაც კორონავირუსის პანდემია მთელს მსოფლიოში გავრცელდა კერძო კუნძულებზე მოთხოვნა გაიზარდა. მდიდარი ადამიანები საზოგადოებასთან კონტაქტს ერიდებიან და იზოლირებულად დასვენებას ამჯობინებენ.