WaltDisney-მ შეამცირა Facebook-ის სარეკლამო ხარჯები

ამერიკულმა კომპანიამ TheWaltDisney Company მნიშვნელოვნად შეამცირა სარეკლამო ხარჯები სოციალურ ქსელ Facebook-ში, ბოიკოტის ფარგლებში, ამ უკანასკნელის მხრიდან რასისტულ პოსტებზე არასათანადო ზომების მიღების გამო. აღნიშნულის შესახებ TheWallStreetJournal-ი იუწყება.

როგორც გამოცემა წერს, Disney პირველ ადგილზე იყო სარეკლამო ხარჯების მხრივ Facebook-ში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში და მეორე ადგილზე გასული წლის შედეგებით. 2020 წელს კომპანიამ 210 მილიონი დოლარი დახარჯა სოციალურ ქსელში საკუთარი ვიდეოჰოსტინ Disney+-ის რეკლამირებისთვის.

როგორც ცნობილი ხდება Disney-ის კუთვნილმა კომპანიამ Hulu შეაჩერა რეკლამის განთავსება Instagram-ში. Hulu-ს დანახარჯები ამ მიმართულებით 15 აპრილიდან 30 ივნისამდე 16 მილიონ დოლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ Facebook-ის მიმართ ბოიკოტირების კამპანია მიმდინარეობს, კომპანიები უარს ამბობენ რეკლამის განთავსებაზე სოციალურ ქსელში ამ უკანასკნელის მხრიდან რასისტულ პოსტებზე არასათანადო ზომების მიღების გამო. ბოიკოტში მონაწილეობენ ისეთი ბრენდები, როგორებიც არიან: Starbucks, Coca-Cola, Verizon, Unilever, REI, The North Face, Eddie Bauer და Patagonia, Levi Strauss, Ben & Jerry's , Hershey's, და Honda.

კოკა კვირკველია