როგორი იქნება პარლამენტის წინ მდებარე მოედანი, რომლის რეაბილიტაციაც მე-7 თვეა მიმდინარეობს (+ფოტო)

თბილისის მერი კახა კალაძე პარლამენტის წინ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძესთან ერთად გაეცნო.

როგორც კალაძემ „ფეისბუქზე“ პირდაპირი ჩართვისას აღნიშნა, პროექტის ფარგლებში მთლიანად განახლდება სივრცე მიწისქვეშა კომუნიკაციებით, სადრენაჟო სისტემებითა და თბოიზოლაციით.

„პარლამენტის წინ დაწყებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები, მთლიანად ხდება ამ სივრცის მოწესრიგება და განახლება, რომელიც კარგ მდგომარეობაში არ იყო. ამ პროექტის ფარგლებში მთლიანად ხდება სივრცის განახლება თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, სადრენაჟო სისტემებითა და თბოიზოლაციით. ამ სამუშაოს ფარგლებში არსებული ქვის ფილები მთლიანად განახლდა, გაიწმინდა სპეციალური ინსტრუმენტებით. სამუშაოები უკვე დასრულებულია, ბოლოს მოირეცხება, გაიწმინდება და საბოლოო სახეს მიიღებს. ასევე, შადრევნები, რომელიც გაუბედურებული იყო. აგრეგატები, რომელიც მიწის ქვემოთ არის განთავსებული, მთლიანად შეიცვალა და მილები მთლიანად იქნება რეაბილიტირებული და განახლებული. სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პანდემიის გამო პრობლემები, რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ ლოკაციაზეც შეიქმნა იმ თვალსაზრისით, რომ იმ ტემპით ვერ მიდიოდა სამუშაოების წარმოება, როგორც ეს დაგეგმილი იყო და რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობის წინ მდებარე მოედნის რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი რამდენჯერმე გამოცხადდა. საბოლოოდ, კი სამუშაოები მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო.

თაია არდოტელი
ლურჯი მიკროავტობუსების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული, 29.8 მლნ ლარიანი ტენდერი შეწყდა
მერია 29.8 მლნ ლარის  ლურჯი ფერის მიკროავტობუსების შესყიდვას გეგმავს
მეტროსადგურ გოცირიძის რეაბილიტაციის მიზნით, ტენდერი მეოთხედ გამოცხადდა - სამუშაოები 4 მლნ ლარამდე ჯდება