„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, უაქციზო სიგარეტის შეძენა-გადაზიდვის 20 ფაქტი გამოავლინეს.
ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან.
უწყების ინფორმაციით, კონტროლის შედეგად, ჯამში, 1 876 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, უაქციზო საქონლის (ჯამში 1,876 კოლოფი უაქციზო სიგარეტი) შენახვა-გადაზიდვის 20 ფაქტი გამოვლინდა, აქედან ერთი შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.