ბაზარზე გლობალური დათბობის პირობებზე ადაპტირებული ვაშლის სახეობა გამოჩნდა

სითბოსა და გვალვაზე მორგებული ვაშლის ჯიშის წარმოება ახალ ზელანდიაში, კომპანია T&G Global-მა დაიწყო.

აღნიშულ სახეობაზე მუშაობა სპეციალური პროგრამის Hot Climate ფარგლებში მიმდინარეობდა, რომლის მიზანია გლობალურ დათბობაზე ადაპტირებული მცენარეების მოშენება.

„მომხმარებლის მხრიდან გემრიელ და უსაფრთხო საკვებზე მოთხოვნა ყოველთვის იქნება. თუმცა, კლიმატი იცვლება, ამიტომ აუცილებელია ვაშლის ისეთი ჯიშების შემუშავება და კომერციალიზაცია, რომელიც იქნება მდგრადი, ნებისმიერი ტემპერატურის და გარემო პირობებისთვის“-, აღნიშნავენ კომპანია T&G Global-ში.

როგორც FruitNews-წერს, ვაშლის აღნიშნულმა სახეობამ გამოცდა წარმატებით გაიარა ესპანეთში, სადაც ტემპერატურა 40 გრადუსს აღემატებოდა.

როგორც მწარმოებლები აცხადებენ, სხვა ჯიშებისგან განსხვავებით, მისი კანი ბევრად მტკიცე და მდგარდია, გვალვას კი შესანიშნავად უძლებს. ხოლო, მისი შიგთავსი ტკბილი და წვნიანია.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეს სახეობა წყლისა და სასუქის დაზოგვის შესაძლებლობასაც იძლევა.

სპეცილისტების თქმით, სულ უფრო მწვავედ დგას გლობალური დათბობის პრობლემა, რის გამოც, ტრადიცული მცენარეები, ხილი თუ ბოსტნეული მუდმივად განიცდის როგორც გემო თვისებების, ისე გარეგნულ სახეცვლილებას. ამიტომ, აუცილებელია, ბაზარზე რაც შეიძლება მეტი, გარემო-პირობებზე მორგებული ჯიშები გამოჩნდეს.

ნინი ქეთელაური