შვეიცარია საქართველოს მოქალაქეებისათვის საზღვრებს ხსნის, - ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიის საელჩო საქართველოში ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, შვეიცარიის მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ყოველგვარი შეზღუდვისა და დამატებითი ზომების გარეშე შეძლებენ შვეიცარიაში შესვლას როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო გზით.
გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია მიგრაციის საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს ოფიციალურ საიტზე.
საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული მდგომარეობის ცვლილებიდან გამომდინარე.