„საქსტატის“ ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან მთლიანი ექსპორტის მოცულობამ მილირად 503 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით ნაკლებია.
თუმცა, მიუხედავად ექსპორტის 16 პროცენტიანი შემცირებისა, უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ პერიოდში საქართველოდან ჩინეთში 290.9 პროცენტით მეტი საქონელი გავიდა. აღსანიშნავია, რომ თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების დღიდან ჩინეთში ექსპორტის მოცულობა მუდმივად იზრდება.
რაც შეეხება იმ ძირითად სასაქონლო ჯგუფებს, რომლებიც ჩინეთში ყველაზე დიდი მოცულობით გაგვაქვს, ესენია:
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ხელი 2017 წლის 13 მაისს მოეწერა, ხოლო 2018 წლის პირველ იანვრიდან ოფიციალურად ამოქმედდა.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე