ბათუმში სავაჭრო ცენტრი „იდეალი“ გაიხსნა

ბათუმში სავაჭრო ცენტრი „იდეალი“ გაიხსნა. მისი ფართობი 5000 კვადრატულ მეტრზე მეტია და იგი თბილისის ფილიალს წარმოადგენს.

ახალი ფილიალი მოემსახურება, როგორც აჭარის რეგიონს, ასევე გურიას და სამეგრელოს.

აღსანიშნავია, რომ “იდეალი” ბაზარზე 2004 წლიდან ფუნქციონირებს და მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის მოსაპირკეთებელ მასალებს, სანტექნიკასა და აბაზანის მოწყობილობების ფართო არჩევანს სთავაზობს.

სავაჭრო ცენტრ „იდეალში“ წარმოდგენილია, თანამედროვე დიზაინისა და ტექნოლოგიების მქონე ევროპული პროდუქცია, რომლებიც წარმოებულია ისეთ ქვეყნებში როგორიცაა: გერმანია, იტალია, ესპანეთი, შვეიცარია, ბელგია, პოლონეთი და ა.შ. “იდეალის” ფართო ასორტიმენტში ასევე იხილავთ ხელსაბანს, უნიტაზს, შემრევ ონკანს, აბაზანებსა და საშხაპე კაბინებს, აბაზანის ავეჯსა და აქსესუარებს.

„იდეალში“ თქვენ აღმოაჩენთ შიდა და გარე მოპირკეთებისთვის აუცილებელ კერამიკულ და კერამგრანიტის ფილებს და ლამინირებულ იატაკს. მომხმარებელს გულგრილს ვერ დატოვებს შოურუმში წარმოდგენილი სააბაზანე ოთახებისა და სამზარეულოს დიზაინები, რომლებიც შექმნილია პროფესიონალი დიზაინერების მიერ.

ასევე სავაჭრო ცენტრი გთავაზობთ იტალიური წარმოების ჰიდროსაიზოლაციო მასალებს და წებოცემენტს.

თანამედროვე ინტერიერი, სიმყუდროვე და კომფორტი, ქმნის იმ გარემოს, რომელსაც ჩვენს ყოველდღიურობაში ჰარმონია შემოაქვს. ამის მისაღწევად კი უნდა ეწვიოთ „იდეალს“ რომელიც ქ. ბათუმში, ლეონიძის ქ.N 13 ში მდებარეობს. სავაჭრო ცენტრი „იდეალი“ იდეალურ არჩევანს და იდეალურ ხარისხს გთავაზობთ.

ტელეფონი: +995 422 200 400

ვებგვერდი: https://ideal.ge