22 ივლისს ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, 22 ივლისს 12:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 55-ე კმ-ზე, სავალი ნაწილის გაფართოვების მიზნით, დაგეგმილია კლდის ფერდის ჩამონგრევა (აფეთქება მცირე მუხტებით). სამუშაოთა წარმოების პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე, 2020 წლის 22 ივლისს, 12:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, პერიოდულად (დამოკიდებულია ჩამონაშალი მასის მოცულობაზე), საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.