რომელი ქვეყნის მოქალაქეები გააძევეს საქართველოდან

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიგრაციის 2020 წლის მე-2 კვარტლის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.

უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში უცხოელის საქართველოდან გაძევების 7 შემთხვევა დაფიქსირდა.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი - 3-3 პირი, ვინც საქართველოდან გააძევეს, თურქეთისა და ირანის მოქალაქე იყო, 1 პირი კი - აზერბაიჯანის მოქალაქეა.

რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიებს, ყველაზე მეტი - 4 გაძევებული პირი 26-40 წლამდე იყო; 2 - გაძევებული პირი - 41-დან 65 წლამდე, 1 – 18 წლამდე იყო.

თაია არდოტელი