ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გარდაბანში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს.
მისივე განმარტებით, დაელოდებიან ეპიდემიოლოგების პასუხებს და უკვე გამოვლენილი რიცხვების მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას, ჩაიკეტება თუ არა გარდაბანი.
"დღეს გაიმართება საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც ვიმსჯელებთ გარდაბანში არსებულ ეპიდსიტუაციაზე. შესაბამისად, მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა მიდგომები იქნება გარდაბანთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს გარდაბანში ჩაღრმავებული კვლევა, დაველოდებით ეპიდემიოლოგების პასუხებს და უკვე გამოვლენილი რიცხვებიდან მივიღებთ გადაწყვეტილებას, იქნება თუ არა გარდაბანშიც მიღებული იგივე ზომები, რაც გვქონდა მიღებული მარნეულში“, - განაცხადა ტიკარაძემ.