ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, ამერიკელი მეწარმე და ბიზნესმენი ილონ მასკი პირველად მოხვდა უმდიდრესი ადამიანების ხუთეულში. Tesla-სა და SpaceX -ის ხელმძღვანელის ქონება ჟურნალს 74,2 მილიარდ ევროდ აქვს შეფასებული.
ამ მომენტისთვის ის პლანეტის უმდიდრეს ადამიანებს შორის მეხუთე ადგილზეა და უსწრებს Microsoft-ის ყოფილ ხელმძღვანელს სტივ ბალმერს, რომლის ქონება 72,2 მილიარდია, მეშვიდეზე კი Berkshire Hathaway-ის თავკაცი უორენ ბაფეტია 72 მილიარდით.
ამასთან, 49 წლის ილონ მასკზე წინ რეიტინგში არიან: Facebook-ს დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი 90,3 მილიარდით, Microsoft -ის დამფუძნებელი ბილ გეითსი 113,4 მილიარდით, LVMH (Louis Vuitton Moet Hennessy) -ის მფლობელი ბერნარ არნო 113,8 მილიარდითა და Amazon-ის დამაარსებელი ჯეფ ბეზოსი 189 მილიარდი დოლარით. ეს უკანასკნელი უკვე ზედიზედ მესამე წელია ამ რეიტინგის სათავეშია უცვლელად.