პროკრედიტ ბანკში იპოთეკური სესხის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდა.
პროექტის მიზანია, ერთი მხრივ, დეველოპერული ბიზნესის მხარდაჭერა და მეორე მხრივ, ფიზიკური პირებისთვის უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
მომხმარებლები, რომლებსაც სურთ გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები, პროგრამის ფარგლებში შეღავათებით ისარგებლებენ.
სახელმწიფოს საშეღავათო სქემა ორ მიმართულებას მოიცავს: საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას სესხის მოქმედების პირველი 5 წლის მანძილზე და თანამონაწილეობას უზრუნველყოფის ნაწილში მათთვის, ვინც ბინის ღირებულების 10%-ს საკუთარი ფინანსებით დაფარავს.
სუბსიდირების პროგრამით გასაზღვრულია სესხის მაქსიმალური ლიმიტი - 200 000 ლარი, გასაცემი ვალუტა - ლარი, პროგრამაში ჩართვის მაქსიმალური ვადა - 2020 წლის 31 დეკემბერი.
რაც ასევე მნიშვნელოვანია, პროგრამა მხოლოდ სამშენებლო კომპანიებისგან საქართველოს მოქალაქეების მიერ ბინის შეძენას ეხება და არ ფარავს კერძო სახლის, აგარაკის შეძენა/მშენებლობის მიზნობრიობას, რისთვისაც დაინტერესბულ პირს შეუძლია პროკრედიტ ბანკის დაფინანსებით ისარგებლოს სამ ვალუტაში ლარი, აშშ დოლარი და ევრო. პროკრედიტ ბანკის წარმომადგენლები მუდამ მზად არიან ინდივიდუალურად განიხილონ თითოეული კლიენტის მოთხოვა და მათზე მორგებული, გაუმჯობესებული პირობები შესთავაზონ.
(R)