ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მოთხოვნამ 76 050 000 ლარი შეადგინა.
„მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.890 პროცენტით, მაქსიმალური 9.250 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.204 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური საპროცენტო განაკვეთი 10.250 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.