ჩინეთში გამგზავრების მსურველებს კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხის წარდგენა მოუწევთ

პირები, რომლებსაც ჩინეთში გამგზავრება სურთ, ვალდებულები არიან, წარადგნინონ ტესტის შედეგი, რომელიც ადასტურებს, რომ ისინი კორონავირუსით ინფიცირებულები არ არიან,- ამის შესახებ ჩინეთის საავიაციო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მედიის ინფორმაციით, ტესტი გამგზავრებამდე არაუმეტეს ხუთი დღით ადრე უნდა იყოს ჩატარებული.

აღსანიშნავია, რომ მიიღება მხოლოდ იმ ტესტების პასუხები, რომლებიც ჩინეთის საელჩოების მიერ აღიარებულ სამედიცონო დაწესებულებებშია ჩატარებული.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსის 83 693 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 78 817 და დაღუპულია 4 634 ადამიანი.