ბოლო რამდენიმე წელია კალიების ასეთი შემოსევა არ ყოფილა - "უკვე იმდენია, მე-15 სართულზეც კი შემოდიან"

მუ­ხი­ა­ნის შემ­დეგ, იტა­ლი­უ­რი კა­ლია წე­რო­ვან­შიც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით გა­მოჩ­ნდა. ეს მწე­რე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით, თა­ვი­ან­თი სხე­უ­ლის წო­ნის საკ­ვებს მო­იხ­მა­რენ ყო­ველ­დღი­უ­რად და საფრ­თხეს უქ­მნი­ან მო­სა­ვალს და სა­ცხოვ­რე­ბელ გა­რე­მოს. კა­ლი­ე­ბი ძა­ლი­ან სწრა­ფად მრავ­ლდე­ბი­ან და მა­ღა­ლი რის­კის მავ­ნე­ბე­ლად არი­ან მიჩ­ნე­უ­ლი, დაფ­რი­ნა­ვენ და თით­ქმის 1000 კი­ლო­მეტრზე შე­უძ­ლი­ათ გა­და­ად­გი­ლე­ბა.

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, იტა­ლი­უ­რი კა­ლია კა­ხე­თის, შიდა ქარ­თლის, ქვე­მო ქარ­თლი­სა და მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის რე­გი­ო­ნებ­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ამ რე­გი­ო­ნებ­ში შე­წამ­ვლი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მა­ი­სის თვი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს და კა­ლი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ უკვე 35 000 ჰექ­ტა­რია და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი.

"შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მიმ­დი­ნა­რე წელი მთელ მსოფ­ლი­ო­ში კა­ლი­ის წე­ლია. ახლა ზუს­ტად ის პე­რი­ო­დია, როცა კა­ლი­ას შე­უძ­ლია გა­და­ად­გი­ლე­ბა ერთი ად­გი­ლი­დან მე­ო­რე­ზე. წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრა იმი­სა, თუ სად მოხ­დე­ბა მათი თავ­მოყ­რა, რთუ­ლია, თუმ­ცა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ფუძ­ველ­ზე მა­ინც ვა­ხერ­ხებთ, და­ვა­მუ­შა­ოთ ის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც კა­ლია გა­მოჩ­ნე­ბა", - ამ­ბობს სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, ზუ­რაბ ლი­პარ­ტია.

რო­გორც ბი­ო­ლო­გი და­ვით თარ­ხნიშ­ვი­ლი გვე­უბ­ნე­ბა, კა­ლია საკ­მა­ოდ სა­ში­ში მწე­რია, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად მარ­ცვლე­ულ კულ­ტუ­რას ანად­გუ­რებს. მისი თქმით, ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია კა­ლი­ე­ბის ასე­თი შე­მო­სე­ვა არ ყო­ფი­ლა. სა­ვა­რა­უ­დოდ, კა­ლი­ე­ბის ასე­თი მომ­რავ­ლე­ბა უხვ მო­სა­ვალს უკავ­შირ­დე­ბა. თარ­ხნიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ თუ კა­ლი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მალე არ შემ­ცირ­და და და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტე­ბამ­დე ჩა­მო­აღ­წე­ვენ, ეს ადა­მი­ა­ნის­თვის საფრ­თხეს არ შექ­მნის, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ისი­ნი მარ­ცვლე­ლულს ანად­გუ­რე­ბენ, მათი ნაკ­ბე­ნი კი სა­ში­ში არ არის.

"რამ­დე­ნი­მე თვე სჭირ­დე­ბა კვერ­ცხი­დან ზრდას­რუ­ლი მწე­რის გა­მოს­ვლას. იკ­ვე­ბე­ბა მცე­ნა­რე­უ­ლო­ბით, შე­სა­ბა­მი­სად, თუ გა­და­ვი­და სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო კულ­ტუ­რებ­ზე, მარ­ცვლო­ვა­ნებ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით, მო­აქვს ზა­რა­ლი. არ ვარ მომ­ხრე შე­წამ­ვლის, იმი­ტომ, რომ მას აქვს ბევ­რი უარ­ყო­ფი­თი გვერ­დი­თი შე­დე­გი. რო­დე­საც ხდე­ბა შე­წამ­ვლა, იქ იღუ­პე­ბა არა მხო­ლოდ ერთი სა­ხე­ო­ბის მწე­რი, რო­მე­ლიც ამ მო­მენ­ტში წარ­მო­ად­გენს პრობ­ლე­მას, არა­მედ ბევ­რი სხვაც, მათ შო­რის იგი­ვე კა­ლი­ის ბუ­ნებ­რი­ვი მტრე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ბო­ლოო ჯამ­ში და­ა­ბა­ლან­სე­ბენ მის რი­ცხოვ­ნო­ბას", - გვი­თხრა და­ვით თარ­ხნიშ­ვილ­მა.

ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, რომ იტა­ლი­უ­რი კა­ლია დიდ დიღ­მი­სა და თბი­ლი­სის ზღვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც გა­მოჩ­და.

"უკვე იმ­დე­ნია, მე-15 სარ­თულ­ზეც კი შე­მო­დი­ან"

"დღეს ტან­საც­მე­ლებ­ზე მყავ­და, კი­ვი­ლი თუ გეს­მო­დათ ეს მე ვი­ყა­ვი".

"აი­ვან­ზე ვე­ღარ ვჯდე­ბი"

"მეც ვერ გავ­დი­ვარ აი­ვან­ზე, პირ­და­პირ შე­ტე­ვა­ზე გად­მო­დი­ან" , - წე­რენ "ფე­ის­ბუქ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი".

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­წამ­ვლი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი აქტრი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს, კა­ლი­ის გა­ნად­გუ­რე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ხერ­ხდე­ბა. არა­და, აშკრაა, რომ თუ დრო­უ­ლად არ მოხ­და ზო­მე­ბის მი­ღე­ბა, მო­სა­ვალს შე­საძ­ლოა დიდი საფრ­თხე და­ე­მუქ­როს.

თიკო გუ­რაშ­ვი­ლი

წყარო: ambebi.ge