Air France საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს განაახლებს

ფრანგული ავიაკომპანია Air France საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს აგვისტოდან განაახლებს.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე Air France კვირაში ორი სიხშირით იფრენს.

"წლიანი მოლაპარაკებები ფრანგულ კომპანიას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და Tav Georgia-ს შორის წარმატებით დასრულდა და საქართველოს საავიაციო ბაზარზე “Air France”-მა ოპერირება 2019 წლის 31 მარტს დაიწყო",- ნათქვამია განცხადებაში.