კომერციული ბანკების მოგება 93,422 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის ივნისი 127,415 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს.

ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 93,422 მილიონი ლარით გაიზარდა, 2019 წლის ივნისში ბანკების წმინდა მოგება 33,993 მილიონ ლარს შეადგენდა.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ივნისში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 3,987 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა -21,016 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 24,800 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.

ამასთან, 2020 წლის ივნისში ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 375,327 მილიონი ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 307,957 მილიონი ლარი. ივნისში კომერციული ბანკების ხარჯებმა 234,973 მილიონი ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 953,635 მლნ ლარი შეადგინა. დღეს მდგომარეობით ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებს.

თაია არდოტელი