2 სექტემბერს Samsung-ი უახლეს პროდუქციას წარმოადგენს

სამხრეთ-კორეული კომპანია Samsung Electronics-ი აპირებს 2 სექტემბერს ონლაინ კონფერენციის რეჟიმში წარმოადგინოს მისი უახლესი პროდუქცია. ღონისძიებაზე სახელწოდებით Life Unstoppable კომპანია გვპირდება მისი უახლესი მიღწევების დემონსტრირებას მობილური მოწყობილობების სფეროში, ასევე სატარებელი გაჯეტების, ტელევიზორების, აუდიო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის.

„სტუმრებს მოუწევთ ინტერაქციულ-ვირტუალურ რეჟიმში მოგზაურობა და ასე გაეცნობიან Samsung-ის ახალ პროდუქციას, რომლებიც ემსახურებიან გართობას, შემოქმედებასა და ეფექტურობას,“ - ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში. კომპანია არ აზუსტებს, კონკრეტულად რომელ პროდუქტს წარადგენს 45-წუთიანი პრეზენტაციის დროს.

ამასთან, 5 აგვისტოს არის დაგეგმილი კიდევ ერთი ონლაინ პრეზენტაცია Samsung Electronics - Galaxy Unpacked, რა დროსაც კომპანია მის ხუთ მობილურ პროდუქტს გვიჩვენებს, მათ შორის იქნება ფაბლეტი Note 20, კეცვადი სმარტფონები Fold 2 და Flip 5G უსადენო ყურსასმენები Buds Live და სმარტ-საათები Watch 3.

კოკა კვირკველია