დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ხელისუფლებები ვერ ახერხებენ სავაჭრო ხელშეკრულების შეთანხმებას მხარეებს შორის, რომელმაც უნდა დაარეგულიროს მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის მექანიზმები, მას შემდეგ რაც ბრიტანეთმა დატოვა ევროკავშირი.
აღნიშნულის შესახებ გამოცემა The Daily Telegraph-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. სამუშაო ჰიპოთეზა მდგომარეობს იმაში, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან ვაჭრობისას მოექცევა მსო-ს სავაჭრო რეგულაციებში, როგორც კი 31 დეკემბერს დასრულდება გარდამავალი პერიოდი.
წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის არის ასეთი წინადადება, რომ „შეთანხმება ვერ მოხდება“. თუმცა, გამოცემა დასძენს, რომ ნარჩუნდება „საბაზისო“ შეთანხმების მიღწევის ალბათობა, შემოდგომაზე განხილვების შედეგად იქნას მიღწეული.
The Daily Telegraph-ი აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა საკვანძო საკითხების ირგვლივ. მათ შორის, საუბარია, თევზჭერის საკითხებზე. მოლაპარაკებების მიმდინარე რაუნდი კი ხუთშაბათს უნდა დასრულდეს, თუმცა, რაიმე სახის გარღვევას მხარეები არ ელოდებიან.
როგორც ცნობილია, 7 ივლისს ბორის ჯონსონმა ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ბრიტანეთი მზადაა ევროკავშირთან სავაჭრო საკითხებში გადავიდეს მსო-ს წესებზე, თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას დათქმულ ვადებში. შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად 2020 წლის 1-ელ თებერვალს დატოვა.