„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დაბა წაღვერში, ადგილობრივების გადაწყვეტილებით, საფეხმავლო ხიდის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის პერესსამსახურიდან იუწყებიან, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა მოაჯირი, დამცავი კედელი, კიბეები, ფეხით სავალი ნაწილი, რკინა-ბეტონის ბურჯები და პანდუსი.
მათი ინფორმაციით, საფეხმავლო ხიდის მოწყობით სამუშაოებს, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი და მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი ადგილზე გაეცნენ.
„2020 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად, თითოეულ დასახლებაში საერთო კრებები ჩატარდა და მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა პრიორიტეტები.
ბორჯომის მაღალმთიან სოფლებში: ბალანთაში, ჭიხარულაში, მოლითში და ტაბაწყურში , „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განხორციელება მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი ადგილზე გაეცნენ.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ტაბაწყურში სასმელი წყლის შიდა ქსელი მოეწყობა, მოლითში სანიაღვრე სისტემა, ხოლო ჭიხარულასა და ბალანთაშისასმელი სასმელი წყლის სათავე ნაგებობა. 2020 წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად, თითოეულ დასახლებაში საერთო კრებები ჩატარდა და მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა პრიორიტეტები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.