საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განმარტავს, თუ სად არის ნებადართული თბილისის ზღვაზე ბანაობა. მათი ცნობით, თბილისის ზღვაზე ცურვა ნებადართულია მხოლოდ თემქის პლიაჟზე, სადაც მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს.
„თბილისის ზღვაზე ცურვა ნებადართულია მხოლოდ თემქის პლიაჟზე, სადაც ხდება მუდმივი კონტროლი, ხოლო რაც შეეხება თბილისის ზღვის დანარჩენ ტერიტორიას, მუდმივად, პერიოდულად ხდება მცურავი საშუალებებით პატრულირება და მონიტორინგი“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.