1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0592 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0592 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0592 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0701 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0109 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.5404 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5165 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0239 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.