აშშ კომპანიებს Pfizer-სა და BioNTech-ს მათ მიერ შექმნილი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო კანდიდატი ვაქცინის 100 მილიონი დოზის შესაძენად 1.95 მილიარდ აშშ დოლარს გადაუხდის, - ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერსი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, კომპანიებთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, აშშ-ის მთავრობას დამატების 500 მილიონ დოზის შეძენის უფლებაც ექნება.
აშშ-სთვის შეთანხმებული დოზების მიწოდება იმ შემთხვევაში დაიწყება, თუკი პროდუქტი აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისგან გადაუდებელი მოხმარების ნებართვას ან ლიცენზიას მიიღებს მას შემდეგ, რაც კლინიკური ცდის მე-3 ეტაპზე ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადასტურდება. Pfizer-სა და BioNTech-ის ვაქცინამ ადამიანებზე დაწყებული კვლევების ადრეულ ეტაპზე წარმატება აჩვენა.
ცნობისათვის, ამჟამად მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო 150-მდე პოტენციურ ვაქცინაზე მუშაობენ. 20-მდე მათგანზე კი კლინიკური ცდები მიმდინარეობს.