ისრაელში მიიღეს კანონი, რომელიც მთავრობას პარლამენტის თანხმობის გარეშე ახალი შეზღუდვების დაწესების უფლებას მისცემს

ისრაელში მიიღეს კანონი, რომელიც ქვეყნის მთავრობას პარლამენტის თანხმობის გარეშე, კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვებისა და რეგულაციების დაწესების უფლებას მისცემს.

BBC-ის ინფორმაციით, ამიერიდან ახალი კანონის მეშვეობით ისრაელის მთავრობას შეეძლება 24 საათის განმავლობაში ისეთი კანონები მიიღოს, როგორიცაა კარანტინის რეჟიმის დაწესება, სხვადასხვა ობიექტების დახურვა და რეგულაციების დაწესება.

მთავრობის გადაწყვეტილებას ოპოზიციის წარმომადგენლები აპროესტებენ. მათი მტკიცებით, ცვლილებები არადემოკრატიულია და ხელისუფლებას განუსაზღვრელ უფლებებს ანიჭებს.

ბოლო მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსის 56 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ვირუსს 430 ადამიანი ემსხვერპლა.