საგამოძიებო უწყებებს 2019 წელს ტერორიზმის შესაძლო დაფინანსების 7 საქმე გადაეცა.
ამის შესახებ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გასული წლის ანგარიშშია აღნიშნული.
„2019 წლის 31 ოქტომბრამდე მოქმედი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მონიტორიგის განმახორციელებელი პირები ვალდებული იყვნენ სამსახურისთვის მიეწოდებინათ ანგარიშგების ფორმები მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებებთან დაკავშირებით. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები განსაზღვრული იყო „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით, რომლის თანახმად მონიტორინგს ექვემდებარებოდა როგორც გარკვეული სახის გარიგებები 30 000 ლარს ზღვარს ზემოთ, აგრეთვე საეჭვო გარიგებები,“-აღნიშნულია ანგარიშში.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ანგარიშვალდებული პირების მიერ სამსახურში წარდგენილი ანგარიშგების საერთო მოცულობა - 241 628 იყო; აქედან საეჭვო გარიგება იყო - 1 219, ხოლო 40 - ტერორიზმის სავარაუდო დაფინანსების საქმე იყო.
უფრო კონკრეტულად, 2019 წლის მანძილზე სამსახურში შემოსული ინფორმაციის სტატისტიკური მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:
ამასთან, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2019 წელს მიღებული ანგარიშგების ფორმების ანალიზის და სამსახურის მიერ მოძიებული სხვა ინფორმაციის დამუშავების შედეგად, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა გამოავლინა და პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს გადასცა 128 საქმე, მათ შორის, 7 საქმე ტერორიზმის შესაძლო დაფინანსების სავარაუდო შემთხვევებზე.