საქართველოში საბანკო ბარათებით განხორციელებული ოპერაციებისას დახარჯული თანხის მოცულობა გაიზარდა.
თუ 2019 წლის ივნისში მოსახლეობამ ბარათებით 2,169 მლრდ ლარი დახარჯეს, წელს ივნისში კი, დანახარჯმა 2,569 მლრდ ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, POS ტერმინალების მეშვეობით, სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში განხორციელებულმა გადახდებმა ივნისში 872,794 მლნ ლარი შეადგინა. წლიურ ჭრილში ეს მაჩვენებელი 29%-ით არის გაზრდილი, კერძოდ, 2019 წლის ივნისში მოსახლეობამ 620,033 მლნ ლარი დახარჯა.
რაც შეეხება ინტერნეტით განხორციელებულ გადახდებს, აქ მოცულობა წლიურ ჭრილში შემცირებულია. კერძოდ, 2020 წლის ივნისში ინტერნეტის მეშვეობით საბანკო ბარათებით განხორციელდა 250,339 მლნ ლარის საგადახდო ოპერაციები, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 293,518 მლნ ლარის.
მიმდინარე წლის განმავლობაში კი ქართული საბანკო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების ჯამურმა მოცულობამ 13.760 მლრდ ლარი შეადგინა, შარშან 6 თვეში კი ბარათებით მთლიანად 11,948 მლრდ ლარის ოპერაციები განხორციელდა.