„ვხედავ მცდელობას, ჩვენ შორის ვიღაცამ იკისროს მედიატორის ფუნქცია“ - ნათია თურნავა wizz air-სა და Ryanair-თან ურთიერთობაზე

„ვხედავ მცდელობას, ჩვენ შორის ვიღაცამ იკისროს მედიატორის ფუნქცია,“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომაზე wizz air -სა და Ryanair-თან ურთიერთობის შესახებ განაცხადა.

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ wizz air-ი 2016 წელს შემოსულიყო საქართველოში, შემდეგ უკვე 2019 წელს რომ გაეფართოვებინა თავისი სამუშაო არეალი და შემოსულიყო 2019 წელს Ryanair-ი. ეს ჩვენთვის არის ძალიან ღირებული პარტნიორობა. ჩვენ მათთან ორმხრივ რეჟიმში ვთანამშრომლობთ, რომ გავიდეთ იმ ოპტიმალურ რაოდენობა ფრენებზე, რაც მათთვის კომერციულად მომგებიანი იქნება და ჩვენც არ დაგვაზარალებს ეპიდემიოლოგიურად. ვხედავ მცდელობას, ჩვენ შორის ვიღაცამ იკისროს მედიატორის ფუნქცია, ეს არ არის საჭირო. არანაირი პრობლემა ჩვენ ურთიერთობებს შორის არ არსებობს და თუკი მათ რაიმე შეკითხვა ექნებათ, პირდაპირ მოგვმართავენ, კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს“- აღნიშნა თურნავამ.

ნოდარ სირბილაძე