კომპანია „ალმამ“ GOLDEN BRAND-ის მიმდინარე წლის დაჯილდოებაზე N1 სარეკლამო კომპანიის ტიტული მიიღო

„ალმა“ გარე რეკლამების ინდუსტრიაში 25 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა. ორგანიზაცია წარმოადგენს კავკასიაში ყველაზე მსხვილი გარე რეკლამის ოპერატორს, რომელიც მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული და ხარისხზე აქცენტირებული კომპანიაა.

“Golden Brand-ის დაჯილდოების ცერემონიალი ყოველწლიურად იმართება, სადაც 50-მდე გამარჯვებულ ბრენდს ასახელებენ. ღონისძიება მიმდინარე წლის 17 ივლისს, კლუბ „ანდერვილში“ Global Idea-სა და The FINANCIAL-ის ორგანიზებით გაიმართა, სადაც ტრადიციულად, წლის საუკეთესო ბრენდები გამოავლინეს.

2019 წლის კვლევაში მონაწილეობა ასამდე ექსპერტმა მიიღო, მათ შორის ექსპერტებმა ეკონომიკურ საკითხებში, ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტებმა, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორებმა, საკონსულტაციო კომპანიებმა, სახელმწიფო და არასამთავრობო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა.

ასევე ონლაინ გამოიკითხა 2 000-ზე მეტი მომხმარებელი. ბრენდების ნომინირება მათი ცნობადობის, ხარისხის და პიარ და მარკეტინგულ საქმიანობაში გაწეული მუშაობის გათვალისწინებით მოხდა. მედიაში ბიზნესის ოსკარად წოდებული ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონია 2006 წლიდან ტარდება. ის ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს-დაჯილდოებად არის აღიარებული.

(R)