სამხრეთ კორეის ეკონომიკა, ბოლო სამი თვის განმავლობაში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.9%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას კორეის ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, წლის მეორე მეოთხედში ეკონომიკის ასეთი ვარდნა კორონავირუსის გამო ქვეყნის ექსპორტის მკვეთრი შემცირებითაა გამოწვეული.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეს 1998 წლის შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე დიდი შემცირებაა. 1998 წელს წლის მეოთხე კვარტლში, აზიის ფინანსური კრიზისის გამო, სამხრეთ კორეის ეკონომიკა 3.8 %-ით შემცირდა.
ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 13 938 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 297 ადამიანი.