თელავის მუნიციპალიტეტში სტიქიის მიერ დაზიანებული შენობების რეაბილიტაცია დაიწყო

თელავის მუნიციპალიტეტში სტიქიის მიერ დაზიანებული შენობების რეაბილიტაცია დაიწყო.

როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერიიდან იუწყებიან, სოფელ კონდოლში, 16 ივლისს მომხდარი სტიქიის შედეგად, 140-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა.

მათივე ცნობით, ზარალის დათვლა კვლავ გრძელდება, პარალელურად კი პროექტირება მიმდინარეობს.

„ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, უკვე დაიწყო გადაუდებელი აუცილებლობის მქონე სახლების გადახურვა და დაზიანებული შენობების რეაბილიტაცია. მიმდინარე სარემონტო სამუშაოები თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ დავით ბეგიაშვილმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ - გივი მეტრეველმა დაათვალიერეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.