როგორ გამოიყურება VIP კატეგორიის მომხმარებლებისთვის განკუთვნილი კერძო სახლი დიღომში, რომელიც 6 მლნ ლარზე მეტი ღირს (+ფოტო)

თბილისში, კერძოდ, დიღომში იყიდება სახლი, რომელიც 6 118 400 ლარი (2 000 000 აშშ დოლარი) ღირს.

როგორც Ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლის საერთო ფართობი 850 კვ.მ-ია, ხოლო ეზოსი 2000 კვ.მ.

ახალაშენებული კერძო სახლი მდებარეობს თბილისის დიპლომატიურ უბანში. მოიცავს: 5 საძინებელს, კაბინეტს, 5 სველ წერტლს, 2 "მასტერბედრუმს", დიდ მისაღებ ოთახს, სამზარეულო სასადილოს, მარანს, სატრენაჟორო, მოსასვენებელ და გასართობ სივრცეებს. ამასთან, სახლი აღჭურვილია სრული ავეჯითა და ტექნიკით.

განცხადების მიხედვით, გამწვანებულ ეზოში მდებარეობს საბავშვო გასართობი სივრცეები, ავტოფარეხი 5 ავტომობილზე და საცურაო აუზი. ამასთან, შიდა და გარე პერიმეტრი აყვანილია დაცვაზე.

ნინი ქეთელაური