დღეიდან წყალტუბოს დამსვენებლებს ცენტრალური პარკისა და ცივი ტბის ტერიტორიაზე Wi-Fi-ით უფასო სარგებლობა შეეძლებათ

დღეიდან წყალტუბოს დამსვენებლებს ცენტრალური პარკისა და ცივი ტბის ტერიტორიაზე Wi-Fi-ით უფასო სარგებლობა შეეძლებათ. აღნიშნულ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, Wi-Fi-ით სარგებლობის საშუალება ექნებათ როგორც ადგილობრივ მცხოვრებლებს, ასევე ქალაქის სტუმრებს, ტურისტებსა და დამსვენებლებს, რომელთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

„მწვანე ქალაქის სტუმრების უმრავლესობა სწორედ წყალტუბოს ცენტრალური პარკისა და ცივი ტბის ტერიტორიაზე ისვენებს. აღნიშნული ტერიტორიები ინტერნეტით ტურიზმის განვითარების ცენტრმა უზრუნველყო. ასევე, გაიზარდა თანამედროვე სტანდარტების მქონე იმ სასტუმროების რაოდენობა, რომლებიც პოსტპანდემიურ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.