კახეთში ხორბლის ხარისხიანი მოსავლის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ფერმერებისთვის ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან ერთად, მთელი საქართველოს მასშტაბით, ფერმერთა ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს. პროექტი ფერმერთათვის სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, კახეთის მხარეში, კერძოდ, გურჯანიის, ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში ტრენინგები „ხორბლის მაღალი, ხარისხიანი და მყარი მოსავლის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ” ჩატარდა.

ტრენინგების ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ქვეყანაში ხორბლის ხარისხი, მისი მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები და მოსავლის აღება-დაბინავება. ფერმერებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი სხვადასხვა სახის აგრარული და გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.