MADE IN GEORGIA - ლივერპულის, ჩელსის და დორტმუნდის ნაკრების ფეხბურთელები საქართველოში შეკერილი უნიფორმებით ითამაშებენ

MADE IN GEORGIA - 2021 წელს, სწორედ ამ წარწერის უნიფორმებით ითამაშებენ ცნობილი ნაკრების ფეხბურთელები, რომლებსაც "აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარი დაამზადებს.

როგორც „აწარმოე საქართველოში“ განაცხადეს, უნიფორმები შეკერილი იქნება ახალ საწარმოში, რომელიც პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტის ხელშეწყობით რუსთავში შენდება და რომლის ფარგლებში 3 000 ადგილობრივი ადამიანი დასაქმდება.

კომპანიის დირექტორის განცხადებით, ფორმების გამოშვება ოქტომბრის ბოლოს დაიწყება და 2021 წელს, ლივერპულის, ჩელსის და დორტმუნდის გუნდები სწორედ საქართველოში დამზადებული უნიფორმებით ითამაშებენ.

შეგახსენებთ, „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ქართლი ტექსტილი“ 4 თვეში სრული დატვირთვით ამუშავდება.

სააგენტოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, კომპანია უახლესი ტექნოლოგიის დანადგარებს შეიძენს, რაც მას საშუალებას მისცემს, ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima ეფექტური ტექნოლოგიით დამზადებული, მაღალხარისხიანი პროდუქცია მიაწოდოს. პროექტის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 20 მილიონ ლარს შეადგენს.