რა ვიცით კომპანიებზე, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის LinkedIn-ის პროფილიდან ირკვევა, რომ ის ორ კომპანიაში ZAG-სა და SpryFlash-ში მუშაობდა. კერძოდ, როგორც „ლინქედინზე“ აქვს მითითებული, კომპანიაში „ზეგ“ ის 2017 წლიდან პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერად, ხოლო SpryFlash-ში 2019 წლის ოქტომბრიდან PHP Developer -ად მუშაობდა.

ამ ორი კომპანიიდან ერთ-ერთი, კომპანია „ზეგ“ საქართველოს რეესტრშიც ფიქსირდება. კერძოდ, კომპანია საქართველოში 2015 წელს არის რეგისტრირებული და იმ პერიოდში მისი დამფუძნებელი ნიკოლოზ გეჯაძე, დირექტორი კი თამარ კობერიძე იყო. უკვე 2016 წლის დეკემბრის ამონაწერით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი თამარ კობერიძეა, ხოლო 2018 წელს კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელად უკვე აშშ-ს მოქალაქე აბრაჰამ რეიხბახია. ამ კომპანიის საქმიანობის სფერო - პროგრამული უზრუნველყოფა და კომპიუტერული პროგრამირებაა.

რაც შეეხება, მეორე კომპანიას - SpryFlash-ს, ის ავ­სტრი­უ­ლი კომ­პა­ნი­აა და პროგ­რა­მულ უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე (IT) მუ­შა­ობს. კომ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი სერ­ვი­სი კო­დე­ბით შექ­მნი­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მე­ბია. აღსანიშნავია, რომ მათი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა თბი­ლის­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ­ იძებ­ნე­ბა. კომ­პა­ნი­ის LInkedIn-ის პრო­ფი­ლი­დან კი ირ­კვე­ვა, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცია 2010 წელს და­ფუძნ­და და იქ 50 ადა­მი­ა­ნამ­დეა და­საქ­მე­ბუ­ლი. Spry Flash-ის ოფი­სი ავ­სტრი­ა­ში, ქა­ლაქ ჰა­ლა­ინ­ში მდე­ბა­რე­ობს. ავ­სტრი­უ­ლი კომ­პა­ნია იუ­წყე­ბა, რომ გო­გო­ნამ ეს კომ­პა­ნია თე­ბერ­ვალ­ში და­ტო­ვა.

"ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა IT კომ­პა­ნი­ის სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცია ბიზ­ნე­სე­ბის­თვის ვებ-სა­ი­ტე­ბი­სა და აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის შექ­მნაა. თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი აქ მუ­შა­ობ­და, არა რო­გორც თა­ნამ­შრო­მე­ლი, არა­მედ რო­გორც ქვე­კონ­ტრაქ­ტო­რი. ის და­ვი­ქი­რა­ვეთ "სპრაი ფა­ი­ე­რის" გა­ფარ­თო­ე­ბის შე­საქ­მნე­ლად, რო­მე­ლიც IRF პროგ­რა­მაა, კომ­პა­ნი­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის გა­სა­კონ­ტრო­ლებ­ლად და ავ­ტო­მა­ტი­ზა­ცი­ის­თვის. გა­ზეთ Georgia Today-ის სტა­ტი­ა­ში თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტად. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჩვენ ვერ და­ვა­დას­ტუ­რებთ. ის ჩვენ­თან უმ­ცროს პროგ­რა­მის­ტად მუ­შა­ობ­და. მას ევა­ლე­ბო­და პროგ­რა­მი­რე­ბის სა­მომ­ხმა­რებ­ლო ინ­ტერ­ფე­ი­სის შექ­მნა Fhb-ის პროგ­რა­მი­რე­ბის ენის გა­მო­ყე­ნე­ბით. ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გრძელ­დე­ბო­და 2019 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან 2020 წლის 21 თე­ბერ­ვლამ­დე და შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და მხო­ლოდ პრო­ფე­სი­უ­ლი ას­პექ­ტე­ბით. მას პი­რა­დად არას­დროს შევ­ხვედ­რი­ვართ. თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მთლი­ა­ნად ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ციფ­რუ­ლად. კონ­ტაქ­ტი პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ არ გვქო­ნია” - კომპანიის განცხადებას ambebi.ge ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღის წინ, სახლიდან მანქანით გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მისი კვალი თეთრიწყაროს ერთ-ერთ სოფელში წყდებოდა, სადაც ბოლოს, სოფლის მცხოვრებლებმა ნახეს. ის სამართალდამცველებმა 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

თაია არდოტელი