ყატარული ავიაკომპანია Qatar Airways-ი საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართავს ოთხი არაბული ქვეყნის წინააღმდეგ, რომლებმაც დოჰას წინააღმდეგ ბლოკადა აწარმოეს, შედეგად კი როგორც კომპანია აცხადებს, მათ 5 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგათ. ამის შესახებ კომპანიის ოფიციალურ Facebook გვერდზეა საუბარი.
მასში ნახსენებია, რომ Qatar Airways-მა გააგზავნა ოთხი საჩივარი არბიტრაჟში გაერთიანებული არაბთა საემიროების, ბაჰრეინის, საუდის არაბეთისა და ეგვიპტის წინააღმდეგ, რომლებმაც კომპანიისთვის უკანონო საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ბლოკადა მოუწყვეს ყატარს. შედეგად კი ავიაკომპანიამ ნახა 5 მილიარდი დოლარის ზარალი და სწორედ ამდენს ითხოვს ამ ქვეყნებისგან კომპენსაციის სახით.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ზაფხულში საუდის არაბეთმა, საემიროებმა, ბაჰრეინმა და ეგვიპტემ განაცხადეს, რომ წყვეტდნენ დიპლომატიურ ურთიერთობას ყატართან. მათ ქვეყანა ტერორიზმის მხარდაჭერაში და მათ შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულეს. ამას კი მოჰყვა ეკონომიკური სანქციები და სატრანსპორტო ბლოკადა.