ამერიკული კორპორაცია Microsoft-ის მეორე კვარტლის შემოსავლებმა 38 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 13%-იანი ზრდაა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ თავად კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
ამასთან, 8%-ით გაიზარდა კომპანიის ოპერაციული შემოსავლები და მან 13,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო სუფთა მოგებამ 11,2 მილიარდი შეადგინა, რაც 15%-იანი ზრდაა. კომპანია გავრცელებულ დოკუმენტში აქცენტირებს კომერციული დანიშნულების ღრუბლოვანი ტექნოლოგიების შეკვეთებზე. კომპანიისთვის ამ ტიპის მომსახურებაზე შეკვეთებმა პირველად გადალახა 50 მილიარდიანი შემოსავლების ნიშნული.
აღნიშნული მონაცემების გავრცელების შემდეგ კომპანიის აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე გაიზარდა 3 დოლარით 211,75 დოლარამდე ცალზე.