კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო გაერთიანებულ სამეფოში რეგულაციები გამკაცრდა.
BBC-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ამიერიდან მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
ცვლილება ასევე შეეხება ბანკებს და სახლში მიტანის სერვისებს. პირები, რომლებიც კანონს დაარღვევენ, 100 ფუნტი სტერლინგით დაჯარიმდებიან.
როგორც ცნობილია, პირბადის ტარებისგან თავისუფლებიან 11 წლამდე მოზარდები და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე პირები. ბოლო მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის 297 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ვირუსს 45 500 ადამიანი ემსხვერპლა.