5 პროდუქტი, რომელსაც ჩინეთში ვყიდულობთ

2020 წლის იანვარ-ივნისში ჩინეთიდან იმპორტი 24.4%-ით შემცირდა.

კერძოდ, „საქსტატის“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1-ელ ნახევარში ჩინეთიდან საქართველოში 325,601 მლნ დოლარის იმპორტი განხორციელდა, გასული წლის ამავე პერიოდში კი ეს მაჩვენებელი - 430,923 მლნ დოლარი იყო.

რაც შეეხება იმ სასაქონლო ჯგუფებს, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობით შემოგვაქვს ჩინეთიდან, ასე გამოიყურება:

  • ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 11,412 მლნ დოლარი;
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 7,129 მლნ დოლარი;
  • მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის - 6,950 მლნ დოლარი;
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 6,779 მლნ დოლარი;
  • მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 6,385 მლნ დოლარი.

თაია არდოტელი