2020 წლის იანვარ-ივნისში ჩინეთიდან იმპორტი 24.4%-ით შემცირდა.
კერძოდ, „საქსტატის“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1-ელ ნახევარში ჩინეთიდან საქართველოში 325,601 მლნ დოლარის იმპორტი განხორციელდა, გასული წლის ამავე პერიოდში კი ეს მაჩვენებელი - 430,923 მლნ დოლარი იყო.
რაც შეეხება იმ სასაქონლო ჯგუფებს, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობით შემოგვაქვს ჩინეთიდან, ასე გამოიყურება:
- ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 11,412 მლნ დოლარი;
- რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 7,129 მლნ დოლარი;
- მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის - 6,950 მლნ დოლარი;
- გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 6,779 მლნ დოლარი;
- მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 6,385 მლნ დოლარი.