სასტუმროების დატვირთულობა 2019 წლის დონეს 2022 წელს დაუბრუნდება - TBC CAPITAL

„სასტუმროების დატვირთულობა 2019 წლის დონეს 2022 წელს დაუბრუნდება,“-ამის შესახებ თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, იმავე პერიოდში ფასი 2019 წელთან შედარებით 0-5%-მდე იქნება შემცირებული.

ამასთან, როგორც კვლევაში ვკითხულობთ, 2020 წელს სასტუმროების საშუალო დოლარის (ADR), დატვირთულობის და ოთახის შემოსავლის (RevPAR) ფასის - 2019 წელთან შედარებით, 30%, 80% და 85%-ით შემცირებაა მოსალოდნელი.

კვლევის ავტორთა შეფასებით, კომერციული რეგულარული რეისების აღდგენის გადადება ადგილობრივი მოთხოვნის შედარებით პოზიტიური დინამიკით რამდენადმე ბალანსდება. 2020 წლისთვის „თიბისი კაპიტალის“ პროგნოზი დატვირთულობი კუთხით 5%-ით უმჯობესდება.

თაია არდოტელი