პრემიერი - „ფრონტერასთან“ მიმართებით საქართველომ საარბიტრაჟო დავა მოიგო, საქართველომ ამ გადაწყვეტილების შედეგად აქტივის 99% დაიბრუნა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, „ფრონტერასთან“ მიმართებით საქართველომ საარბიტრაჟო დავა მოიგო, რითაც აქტივის 99% დაიბრუნა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობისთვის ქვეყნის ბიზნეს გარემო უაღესად მნიშვნელოვანია და არავის არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, თუნდაც არასწორი ინფორმაციის გავრცელების საშუალებით, საინვესტიციო გარემო და ქვეყნის ბიზნეს კლიმატი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

„ფრონტერასთან“ მიმართებით საქართველომ საარბიტრაჟო დავა მოიგო. საქართველომ ამ საარბიტრაჟო დავის გადაწყვეტილების შედეგად აქტივის 99% დაიბრუნა. 1%, რომელიც საქართველოს სამართლებრივად, ფორმალური და იურიდიული მხარით შეეძლო, რომ დაბრუნების პროცესი დაეწყო, ამ პროცესის დაწყებაზე უარი თქვა.

მარტივად აგიხსნით რატომ - იმიტომ, რომ დღეს ჩვენთვის საქართველოში ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი, ქვეყნის ბიზნესგარემო უაღესად მნიშვნელოვანია და არავის არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, თუნდაც არასწორი ინფორმაციის გავრცელების საშუალებით, რომ ეს საინვესტიციო გარემო და ქვეყნის ბიზნეს კლიმატი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. ეს ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი და მეორე - არავის არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, სტრატეგიული პარტნიორობა თარგეტირებული მიზნისთვის გამოიყენონ. მესამე საკითხი, რა თქმა უნდა, იქ არიან დასაქმებული ქართველი ადამიანები, რომლებიც ამ კომპანიაში მუშაობდნენ და რა თქმა უნდა, ამ ადამიანების ინტერსებიც გათვალისწინებული უნდა იყოს“,- განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, ამერიკულმა ნავთობმომპოვებელმა კომპანია „ფრონტერამ“ განცხადება გაავრცელა და საქართველოს მთავრობას „დეზინფორმაციული კამპანიის შეწყვეტისკენ“ მოუწოდა.