ლიეტუვამ მსოფლიოში პირველი საკოლექციო კრიპტომონეტა გამოსცა

მსოფლიოში პირველი საკოლექციო კრიპტომონეტა ლიეტუვაში გამოვიდა - ამის შესახებ რესპუბლიკის ცენტრალური ბანკი Lietuvos Bankаs-ი იუწყება.

„ციფრული მონეტის გამოცემა ერთგვარი ხიდია, რომელიც კლასიკურ ნუმიზმატიკასა და ფინანსურ ტექნოლოგიებს შორისაა გადებული“ - განაცხადა ბანკის მმართველმა ვიტას ვასილიასუკასმა.

ამ კრიპტომონეტის ფიზიკური ანალოგი მიეძღვნა ლიეტუვის საბჭოს 20 წევრს, საზოგადო მოღვაწეებს, რომლებმაც 1918 წლის 16 თებერვალს ხელი მოაწერეს ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტს. ის საბანკო ბარათივით გამოიყურება, ზედა ნაწილი ლიეტუვის დროშის ფერებშია გაფორმებული, რომლის ქვემოთ განთავსებულია ლიეტუვის ტარიბის (საბჭოს) წევრების ფოტო და ავტოგრაფების რეპროდუქცია, რომელიც მათ დატოვეს დამოუკდიებლობის გამოცხადების აქტზე. მონეტის ნომინალი 19,18 ევროა, რაც დოკუმენტის მიღების წელზე გვამისამართებს. მისი ფიზიკური ანალოგი ვერცხლისგანაა შექმნილი და 36,36 გრამს იწონის და ის 4 ათასი ტირაჟით გამოვიდა.

კრიპტომონეტის შექმნისთვის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდნენ კომპანიები ლიეტუვადან, ინდოეთიდან, პოლონეთიდან და სინგაპურიდან. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ვირტუალური უსაფრთხოების საკითხებს, რათა მონეტა დაცული იყოს გაყალბებისგან, ხოლო მისი გაყიდვების პლატფორმამ უნდა გაუძლოს კლიენტების მოთხოვნის ნაკადს და ამავდროუალდ მტკიცე იყოს კიბერთავდასხმების წინააღმდეგ. კონკრუსში გაიმარჯვა ლიეტუვურმა კომპანიამ iTree. ამ კომპანიის სპეციალისტებმა შექმნეს ციფრული ჟეტონი (ვირტუალური მონეტის ანალოგი) და გაყიდვების პლატფორმა. ამ ჟეტონების გარკვეული ოდენობის გადაცვლა შესაძლებელია ფიზიკურ მონეტაზე.

კოკა კვირკველია